Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
-წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა.
იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის:
-ბიჭო, მოდი ძროხას კუდი გოუკვანძოთ…
X X X
რაჭველი დაიჭერს ოქროს თევზს და სანამ სურვილს ეტყვის თევზი მოკვდება.
X X X
ესე იგი ორი რაჭველი მირბის და აგვიანდებათ მატარებელზე. მივლენ და “პრავადნიკი” ეტყვის რომ 5 წუთია წავიდაო. ერთი რაჭველი კი დააყოლებს:
-კიდე კაი ვირბინეთ, თორე ნახევარი საათით დაგვაგვიანდებოდაო
X X X
რაჭველი ექიმს საყვედურობს:
- ექიმო, თქვენ რომ ღამით ჭამა ამიკრძალეთ, მაგიტომ გავცივდი.
- მერე ეგ რა შუაშია?
- როგორ თუ რა შუაშია? მთელი ღამე ღია მაცივრის წინ ვიდექი და მოხარშულ დედალს ვუყურებდი!
X X X
პატარა რაჭველს რუსული ენის მასწავლებელი ეკითხება:
- აბა, რაჟიკო, როგორ იქნება ქართულად ”ნაუკა”?
- ნაუკა არის პატარა ნავი! - გამარჯვებული სახით უპასუხა რაჟიკომ.
X X X
რაჭველი წავიდა სანადიროდ. დაინახა დათვი და იმდენ ხანს უმიზნებდა თოფს, რომ..... შეუყვარდა.
X X X
რაჭველი ორშაბათს ფეხს წამოკრავს და პარასკევს დაეცემა.
X X X
ფოთელი ეუბნება რაჭველს:
- ჩვენთან ფოთში თეატრი გვაქვენ.
- ჩვენთან ქვე შენი ჭირიმე რიონია. პასუხობს რაჭველი.
- ჩვენთან ფოთში სტადიონი გვაქვენ.
- ჩვენთან ქვე შენი ჭირი მე რიონია. პასუხობს რაჭველი.
- ჩვენთან ფოთში კინო გვაქვენ.
- ჩვენთან ქვე შენი ჭირი მე რიონია. პასუხობს რაჭველი.
- რა გამიხურე შენი რიონით, ჩაგიფურთხე მაგ რიონში. გაცხარდა ფოთელი.
- ქვე ჩამოგიტანს ფოთში. პასუხობს რაჭველი.
X X X
რაჭველი მშიდობიან დროს ხიდს ააფეთქებს. დაიჭერენ და ეკითხენიან: რატო ააფეთქეო!? მეორე მსოფლიო ომის დროს მქონდა დავალებულიო.
X X X
რაჭველს ეკითხებიან: თქვენთან რაჭაში რომ მიწისძვრები იყო როგორ მოიქეცითო?
- ქვე ძლივს შევასწარით სახლში- პასუხობს რაჭველი.
X X X
ამას წინათ მოვდიოდი რაჭიდან ავტობუსით, იმდენი ხალხი იყო ამ ავტობუსში რომ მძღოლი ფეხით მოდიოდა.
X X X
მეგრელი, იმერელი და რაჭველი არიან სიკვდილმისჯილთა კამერაში. ყველას აქვს არჩევის უფლება ვინ რითი გაასამართლონ… მეგრელი იფიქრებს საქართველოში დენის პრობლემააო და ელექტრო სკამზე დაჯდომას ამოირჩევს. გაუმართლებს, დენი არ იქნება და გადარჩება. იმერელი რომ გამოდის ეუბნება ელექტრო სკამი აირჩიე დენი არ არისო. იმერელიც ასე იზამს, გადარჩება და გამოსვლისას რაჭველს ეუბნება რომ მანაც ელექტრო სკამი აირჩიოს. რაჭველი შევა და იტყვის: -დენი არ გქონიათ და დამხვრიტეთ მაგის დედაც მოვტ*ან.
X X X
რაჭველი ანძ*ევს:
- ათას ხუთას ერთი, ათას ხუთას ორი, ათას ხუთას სამი.
ამდროს მიდის გურული:
- ე ბიჭო მასე კი არ უნდა! უყურე! ერთი, ორი, სა სა სა სა სა
X X X
რაჭველს პურზე გაგზავნიან და თან ეტყვიან:
-თუ ერთ მაღაზიაში არ იყოს, მეორედან წამოიღე.
ცოტა ხნის შემდეგ რაჭველი ხელცარიელი ბრუნდება.
-პური რატომ არ მოიტანე? - ჰკითხავენ.
-ორივე მაღაზიაში იყო და რომლიდან წამოვიღო?
X X X
რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში.
-შევცოდე მამაო.
-რა შვილო ჩემო?
-მეგრელი მოვატყუე.
-ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო.
X X X
რაჭველი ტყეში კუს ასეირნებდა და… გაექცა…
X X X
ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:
- თავიდან მომიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.
- მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი.
X X X
პატარა რაჭველს რუსული ენის მასწავლებელი ეკითხება:
- აბა, როგორ იქნება ქართულად ''ნაუკა''?
- ნაუკა არის პატარა ნავი! - გახარებული სახით უპასუხა პატარამ.
X X X
რაჭველებს ეკითხებიან ყველაზე ნელი ხალხი სად ცხოვრობსო?
რაჭველი პასუხობს:
- სამაგიეროდ შაშხი და ხვანჭკარა გვაქვს კაი.